суббота, 20 июня 2009 г.

პროექტი ,,ტურისტული გზამკვლევი’’

საქართველო მდიდარია ეკლესია მონასტრებით და ისეთი ღირსშესანიშნავი ადგილებით რომლის მონახულებასაც ყველა სიამოვნებით ისურვებდა.
საქართველოს შუაგულში ქართლში მრავალ ადგილთა შორის არის ულამაზესი სოფელი ,,ურბნისი’’ თავისი ისტორიით და ეკლესიით.
სკრის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლეები სწორედ ამ სოფლის ,,ურბნისის’’ და მისი ეკლესიის ისტორიას გაგაცნობთ.
იბერიის ანტიკურ ქალაქთა შორის მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა ურბნისს. იგი მდებარეობდა გორიდან დასავლეთით, ათიოდე კილომეტრის დაშორებით, მტკვრის მარცხენა ნაპირზე.



ქალაქი ურბნისი - პირველად ალექსანდრე მაკედონელის შემოსვლას უკავშირდება, რომელსაც სხვა მრავალ ქალაქთა შორის ურბნისიც დახვედრია და მეორედ - წმინდა ნინოს საქართველოში მოსვლის აღწერისას. მიუხედავად იმისა, რომ პირველი ფაქტი დღეისათვის უარყოფილია, ხოლო მეორე ერთგვარი ლეგენდის სახეს ატარებს, თავისთავად დადასტურებულია ქალაქ ურბნისის არსებობა. ამაზე ნათლად მეტყველებს ის მრავალრიცხოვანი მონაპოვარი, რაც აღმოჩენილია თორმეტი წლის განმავლობაში წარმოებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად ნაქალაქარის ტერიტორიაზე. მატერიალური კულტურის ძეგლები, ოქროსა და ვერცხლის ნივთები, მონეტები აშკარად მეტყველებს იმაზე, რომ უკვე ძვ. წ. IV საუკუნეში აქ დიდი და მდიდარი ქალაქი უნდა არსებულიყო.
ქალაქი ურბნისი მჭიდროდ ყოფილა დასახლებული. გათხრებისას აღმოჩნდა როგორც ნათალი, ისე რიყის ქვით, აგურითა და ალიზით ნაგები შენობები. მათ შორის გამოირჩევა სამი ვერცხლი სათავსისაგან შემდგარი აბანო. პირველი წარმოადგენდა გასახდელ-მოსაცდელს ცივი აუზით, მეორე - თბილი წყლის განყოფილებას, ხოლო მესამე - ცხელს, სადაც თბებოდა იატაკი და კედლები.

ქალაქის ციტადელი ანტიკური დროიდანვე ნაქალაქარის შუაში, მდინარეს - გადამყურე გორაკზე მდებარეობდა. აქ, სულ ქვედა ფენაში, აღმოჩენილია ჩვენს წელთაღრიცხვამდე მესამე ათასწლეულის დასახლება. ეს ის ეპოქა, როდესაც ადამიანმა მიაგნო ლითონს და ქვის იარაღებიდან თანდათან გადავიდა ლითონის იარაღზე. ამ ფენის ზემოთ ძვ. წ.III – II საუკუნეებში მდგარა დიდი ნაგებობა განიერი კიბით. შემდგომში, უფრო გვიან, ახ. წ. IV – V საუკუნეებში კირის დუღაბზე დიდი ქვებით ახალი ციტადელი აღუმართავთ. უკანასკნელი ფენით ალიზით ნაგები დიდი ციტადელი VI საუკუნეში ნაგები ქალაქის გალავნის თანადროულია.
ქალაქ ურბნისს პირველ ხანებშივე საკმაოდ დიდი ტერიტორია ე჻ირა და გარს რიყის ქვით ნაგები კედელი ერტყა. შემდეგში, მის გამდიდრება-გაძლიერებასთან დაკავშირებით, ტერიტორია 25 ჰექტრამდე გაზრდილა და ეს ფართობი VI საუკუნის ბოლოს ახალი კედლით შემოუფარგლავთ.
სოფელში სტუმრობისას გავესაუბრეთ ერთ სოფლის უხუცეს, რომელმაც ერთი საინტერესო ფაქტი მოგვითხრო:
736-738 წლებში ქალაქი თითქმის მოუსპია არაბთა ლაშქრობას, რომელსაც სათავეში ედგა მურვან-ყრუ. ურბნისი მანამდე მრავალჯერ გადაუწვავთ, მაგრამ ასეტი განადგურება მას არასდროს განუცდია. უთვალავი ჯარით მოსულ სარდალს, როგორც იტყვიან, ქვა ქვაზე არ დაუტოვებია. განურჩევლად ხოცავდა და ჟლეტდა დიდსა თუ პატარას, ბავშვსა თუ მოხუცსს, მეომარსა თუ დავრდომილს; დაწვა და გაანადგურა ქალაქები და სოფლები, ყოველი დასახლებული ადგილი. ამ უმაგალითო სისასტიკის მსხვერპლი გახდა ქალაქი ურბნისიც. არქეოლოგიურმა გათხრებმა თვალწინ გადაგვიშალა ერის დიდი ტრაგედიის სურათი. ნაცარტუტად ქცეული მთელი ქალაქი, გადამწვარ-გადაბუგული არემარე, გაჟლეტილი მოსახლეობა და ქვევრები სავსე ბავშვების ჩონჩხებით.
ურბნისის სიონი დგას ნაქალაქარის აღმ: მონაკვეთში. ურბნისის ტაძარი სტილისტური ნიშნებით აგრეთვე ჩრდ.ფასადის ასომთავრული წარწერის პალეოგრაფიული შესწავლის საფუძველზე V – VI სს-ის მიჯნით თარიღდება.
ურბნისის სიონი სამ ნავიანი ბაზილიკაა.
ტაძარში სამი შესასვლელია. ურბნისის სიონი ადრინდ. ფეოდ: ხანის საქართველოს დიდი ბაზილიკების ჯგუფს მიეკუთვნება.

საგნებთან /საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულსასწავლო გეგმასთან კავშირი

ისტორია - გაიღრმავებენ ცოდნას საკუთარი ქვეყნის შესახებ, ისწავლიან ისტორიული ობიექტების აღწერას, გამოუმუშავდებათ კვლევა-ძიების უნარი, შედგენილი ცხრილების, რუკების, დიაგრამების სახით აწარმოებენ წარმოდგენილი ინფორმაციის განმარტებას.
აღწერენ მშობლიურ კუთხეში მდებარე ბუნებრივ ან / და ხუროთმოძღვრულ ძეგლს. (ძეგლებს) და მოიპოვებს მათზე ინფორმაციას (ლეგენდა, თქმულება და ა.შ.)

გეოგრაფია - მათი ცოდნა მიუახლოვდება ეროვნულ სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ სტანდარტებს. გაეცნობიან საკუთარი მხარის ბუნებას, ისწავლიან გეოგრაფიული ობიექტების დასახელებას და მოგზაურობის მიზეზის და შედეგის დადგენას.

ხელოვნება - გააკეთებენ ალბომს, დახატავენ, გამოიკვლევენ ძეგლის არქიტექტურას, მის წარმოშობასა და ასაკს.
ამოიცნობს ამა თუ იმ ეპოქის კულტურის ხელოვნების ნიმუშების დამახასიათებელ ზოგიერთ ნიშანს.
აგროვებს ინფორმაციას მისთვის საინტერესო ისტორიული პერიოდის ქართული ხელოვნების ძეგლებზე და აცნობს თანაკლასელებს მოხსენების, თვალსაჩინო მასალის სახით.

ფიზიკური აღზრდა - ლაშქრობისას იცავს როგორც პირად, ასევე თანაგუნდელთა უსაფრთხოებას და იყენებს უსაფრთხოების დაცვის საყოველთაოდ მიღებულ წესებს.
იცის ატმოსფერული მოვლენებისაგან თავის დაცვა, იცნობს საკვებად ვარგის და სამკურნალო მცენარეებს.
თავს არიდებს უცნობ გარემოში გადაადგილებას თანმხლების გარეშე.
სპორტული ლაშქრობის დროს ზრუნავს სუსტებზე და უმცროსებზე.

ისტ - იყენებს ისტ-ის საშუალებებს და გლობალურ ქსელში არსებულ ინფორმაციას ზოგადი უნარების დასახვეწად და ძირითად სასწავლო დისციპლინებში საკუთარი მიღწევების გასაუმჯობესებლად.
იყენებს ისტ-ის საშუალებებს და გლობალურ ქსელს (ელექტრონული ფოსტა, ღია ფორუმები, ინტერნეტი) ასაკობრივი ჯგუფის შესატყვისი ინტერესების, მისწრაფებების განხორციელების, პრობლემის გადაჭრის, სხვებთან ურთიერთობის და თანამშრომლობის მიზნით; მათ შორის ფართო აუდიტორიისთვის განკუთვნილი ნამუშევრის შექმნის მიზნით.

გორის რაიონი, სოფელი სკრის საჯარო სკოლა;

ინგლისური ენისა და ლიტერატურის პედაგოგი: იზა სეფიშვილი